Herb Miasta

Prezydent Miasta
Ostrowca Świętokrzyskiego

www.jaroslawgorczynski.pl

Preyzdent

ჩემს შესახებ

დავიბადე პოლონეთის ქალაქ ოსტროვიეც შვიეტოკრშისკში. აქვე შევქმენი ოჯახი ჩემს მეუღლესთან, მონიკასთან ერთად და გავზარდე 2 შვილი, იზა და კამილა, რომლებიც მუდამ ბედნიერები არიან მშობლიურ მხარეში დაბრუნებით. ჩემი პროფესიული კარიერაც ამ ქალაქს დავუკავშირე.

ოსტროვიეცში დავამთავრე საავტომობილო ტექნიკური სკოლა. ბუდაპეშტში, კანდო კალმანის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე. იქ ცხოვრების პერიოდში დიდად მოვიხიბლე უნგრული კულტურითა და ცხოვრების წესით. მათი სამზარეულოც ძალიან შემიყვარდა და დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. 2011 წელს მივიღე ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო) ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

ჩემი პროფესიული კარიერა დავიწყე ოსტროვიეც შვიეტოკრშისკის მერიაში  1995 წელს. ვმუშაობდი საინვესტიციო ინსპექტორის თანამდებობაზე. მალევე,   დამაწინაურეს და გადავინაცვლე ქალაქის განვითარების კოორდინაციისა და იმპლემენტაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2006 წელს, ადგილობრივ არჩევნებში ამირჩიეს ქვეყნის საბჭოს წევრად. ამავე წლის დეკემბერში დამასახელეს ქალაქის ვიცე-მერად, შესაბამისად დავტოვე ჩემი მანდატი საბჭოში. უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტების დანერგვის  პროცესში აქტიურად მონაწილეობის შედეგად დავინახე ის სირთულეები, რომლებსაც აწყდებოდნენ ინვესტორები კაპიტალის დაბანდებისას.

ვცდილობ  სხვებს დავეხმარო. შესაბამისად, ჩემი პროფესიული საქმიანობის გარდა აქტიურად ვარ ჩართული სოციალურ აქტივობებში. 2002-2006 წლებში ვიყავი ადგილობრივი სამთავრობო საბჭოს ,,ლუდვიკოვის’’ ხელმძღვანელი. ასევე, ვიყავი ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამაარსებელი ადგილობრივი მუნიციპალური საბჭოს ასოციაციის. დაარსების დღიდან 2014 წლამდე ვიყავი ,,ოსტროვიეცის ადგილობრივი მმართველობის’’ ასოციაციის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში 2006 და 2010 წლებში.

2011 წლის 9 ოქტომბერს პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის (სეიმი) არჩევნების შედეგად, დავიკავე ადგილი მეშვიდე მოწვევის პარლამენტში. პარლამენტის წევრის რანგში, წვლილი შევიტანე დღგ-ის პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც ტვირთად აწვა პოლონეთის ფოლადის ინდუსტრიას.                                                                                                     

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ოჯახს. თუმცა სამწუხაროდ, დატვირთული გრაფიკის გამო  სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება მათთან დროის გასატარებლად. ვცდილობ, ეს დაკარგული დრო ავინაზღაურო  ოჯახთან ერთად არდადეგებზე წასვლით პოლონეთსა და ევროპის ქვეყნებში. ჩემი ერთ-ერთი გატაცება არის მცენარეების მოვლა, რაც მეხმარება განტვირთვაში. ხოლო ყველაზე დიდი სისუსტე არის ჩემი მეუღლის მიერ გამომცხვარი ტკბილეულობა და ნამცხვრები.

თვითმმართველობა ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს. საკითხი, რომელიც ეხაბა ჩემს მშობლიურ ქალაქს და მის მაცხოვრებლებს არის  ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი. ბევრი პრობლემა გადაწყდა საპარლამენტო საქმიანობის წყალობით. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე ადგილობრივ სამთავრობო არჩევნებში. ნოემბერში ამირჩიეს ოსტროვიეც შვიეტოკრშისკის მერად. 2014 წლის 4 დეკემბერს დავდე საჯარო ფიცი და მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთის ქალაქების ასოციაციის საქმიანობაში.

ბიზნეს სექტორის გაზრდილმა რიცხვმა დადებითად იმოქმედა საზოგადოების შემოსავალზე. ქალაქი წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, რომლის მამოძრავებელი ძალა არის მოსახლეობა. ჩემს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის მიმართული ხალხის კეთილდღეობისკენ. ქალაქის ესთეტიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია : სუფთა და მოვლილი პარკები, ქუჩები და დაწესებულებები აუცილებელია მოსახლეობის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

ოსტროვიეც შვიეტოკრშისკი გახდა მიმზიდველი ადგილი ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და უკვე არსებულის გამრავალფეროვნებისთვის. ქონების გადასახადის გაყინულმა მაჩვენებელმა და საგრძნობლად შემცირებულმა სატრანსპორტო გადასახადმა არ იმოქმედა უარყოფითად ქალაქის ბიუჯეტზე. პირიქით, ხელი შეუწყო ადგილობრივი ფირმების განვითარებას. ქალაქმა შესთავაზა კარგი წინადადება ახალ ინვესტორებს, რომელიც მუდმივად იხვეწება და სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ინვესტორთათვის. ამ დროის მონაცემებით 55 საინვესტიციო არეალი მომზადდა, სადაც უკვე განხორციელდა პირველი ინვესტიციები. ამის წყალობით ქალაქი ვითარდება, რაც შესამჩნევია გარშემომყოფთათვის და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთა ცხოვრების დონეც უმჯობესდება. მათი კმაყოფილების დასტურად მივიჩნევ ბოლო არჩევნებში ხმების 70%ის აღებას. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გამომიცხადა. შესაბამისად, მეორე ვადით არჩევის შემდეგ მე და ჩემმა გუნდმა გაორმაგებული ენთუზიაზმით დავიწყეთ მუშაობა.

სტაბილური ბიუჯეტი, რაციონალური ხარჯები, წარმოების განვითარება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთანავე, ჩვენი ამოცანაა საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია, ახალი საცხოვრებელი დაწესებულებების აშენება და კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, ასაკოვანი მოსახლეობის მხარდაჭერა და დასახული მიზნების რეალობაში მოყვანა. უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განხორციელდა ოსტროვიეცის კულტურული ცენტრისა და აკვაპარკის გასანახლებლად, რაც ჩვენი დიდი მიღწევაა. ჩვენმა ბოლო ორმა პროექტმა გაიმარჯვა პრესტიჟულ კონკურსში ,,წლის მოდერნიზაცია და 21 საუკუნის კონსტრუქცია’’2018 და 2019 წლებში და დაიკავა საპრიზო ადგილი.


გონივრული ფინანსური ეკონომიკა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო, სოციალური და რეკრეაციული პროექტების ეფექტურობის გაზრდას. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მოსახლეობისა და წარმოების მხარდაჭერა გლობალური პანდემიის პირობებში. ბევრმა ადამიანმა და ადგილობრივმა ფირმამ მიიღო სარგებელი ,, ოსტროვიეც შვიეტორკშისკის უსაფრთხოების პროგრამის’’ დახმარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ახლახანს განხორციელდა. ოსტროვიეცის კულტურული დაწესებულების გახსნასთან ერთად, ,,კრზემიანა ქუჩის’’ გახსნამ სისრულეში მოიყვანა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის ქუჩების რეკონსტრუქცია.


წლების განმავლობაში ოსტროვიეც შვიეტორკშისკი იყო ერთი დიდი მშენებარე ქალაქი, რომელიც ხასიათდებოდა წამოწყებების სიმრავლით. ეს მოიცავდა გზების რეკონსტრუქციას და კულტურის სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებს მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლების მხარდასაჭერად. ქალაქის საბჭოს აქტივობით, მხარდაჭერითა და დახმარებით ოსტროვიეცი მრავალმხრივ განვითარდა. დანარჩენ ქალაქებს კეთილი შურით შურთ ჩვენი წარმატების და მოყვებიან ჩვენს ნაბიჯებს.
ჩვენ თამამად მივისწრაფვით დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად და მეტად კონკურენტულები ვხდებით. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ სხვა მერები და უფლებამოსილი პირები სტრატეგიული ქალაქებიდან და შევთავაზეთ მათ თანამშრომლობა ჩრდილოეთ შვიეტორკშისკის ურბანულ არეალად გარდასაქმნელად. ამ გზით ეს რეგიონი მეტად ცნობადი გახდება და ბევრად იოლი იქნება სახელმწიფოსა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.


დღევანდელი ოსტროვიეც შვიეტორკშისკი ასე გამოიყურება. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მთელი ამ დროის მანძილზე აქტიურად მიჭერდა მხარს სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას. პირველ რიგში, ოსტროვიეცის მოსახლეობას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქის გარდაქმნის პროცესში.

კონტაქტი

ორშაბათობით ოსტროვიეც შვიეტოკრშისკის მერი იღებს ყველა მსურველს მათი აზრის მოსასმენად. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა და დროის შეთანხმება.

  41 26-72-115 lub 41 26-72-117

  um@um.ostrowiec.pl

  ქუჩა იანა გოგოვსკეგო 3/5 ოსტროვიეც შვიეტორკშისკი

სოციალური მედია

  Facebook

  www.jaroslawgorczynski.pl

2018 Urząd Miasta Ostrowca Świętokrzyskiego